ავტორიზაცია

მილანი რეალის შემტევის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს

მილანი რეალის შემტევის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს
თარიღი 11 იან 2023, 22:33
„მილანი“ „რეალიდან“ განათხოვრებული ნახევარმცველის, ბრაჰიმ დიასის შენარჩუნებას გეგმავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „როსონერიმ“ მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებები დაგეგმა, რომელზეც 23 წლის ესპანელის გამოსყიდვა იქნება განხილული, რაც „მილანისთვის“ ამჟამად ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

„მილანს“ დიასის გამოსყიდვა 22 მილიონ ევროდ ივნისში შეუძლია. თუ იტალიური კლუბი ასეც მოიქცევა, „რეალს“ ფეხბურთელის დაბრუნება მომავალში 27 მილიონად შეეძლება. თუმცა, მოლაპარაკებებით იტალიის ჩემპიონი ამ თანხის შემცირებას შეეცდება.

ამ სეზონში ბრაჰიმმა სერია ა-ს 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, „მილანში“ ის 2020 წლიდან თამაშობს.