ავტორიზაცია

პოტერი: "არ ვამბობ რომ იდეალური ვარ, მაგრამ პირველ სეზონში გვარდიოლასაც აკრიტიკებდნენ, არტეტასაც და კლოპსაც"

პოტერი: "არ ვამბობ რომ იდეალური ვარ, მაგრამ პირველ სეზონში გვარდიოლასაც აკრიტიკებდნენ, არტეტასაც და კლოპსაც"
თარიღი 11 Jan 2023, 22:37
„ჩელსის“ მწვრთნელმა გრემ პოტერმა მისი მისამართით წამოსულ კრიტიკაზე ისაუბრა.

ლონდონურმა კლუბმა ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო.

„უნდა ვიაზრებდეთ, რომ ესეც საქმის ნაწილია. თუ ანალოგიურ სიტუაციაში ჩემ კოლეგებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ პეპ გვარდიოლასაც, მიკელ არტეტასაც და იურგენ კლოპსაც, მათ პირველ სეზონში, საკმაოდ აკრიტიკებდნენ.

არ ვამტკიცებ, რომ იდეალური ვარ, მაგრამ ყველაფერი რთულად არის. განსაკუთრებით საერთო სურათს უნდა შევხედო და მახსოვდეს, თუ რა შემიძლია.

შედეგები არ არის საკმარისად კარგი, ამას პატივისცემით უნდა მივუდგეთ და გამოსავალი მოვიძიოთ.“ - აღნიშნა პოტერმა.