ავტორიზაცია

ხავი: "აქ ტიტულებისთვის ვარ და თუ ვერ მოვიგე, აუცილებლად მომკლავთ"

ხავი: "აქ ტიტულებისთვის ვარ და თუ ვერ მოვიგე, აუცილებლად მომკლავთ"
თარიღი 11 იან 2023, 23:12
„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, ესპანეთის სუპერთასისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ნახევარფინალში კატალონიური გუნდი ხვალ, 12 იანვარს, „ბეტისს“ დაუპირისპირდება.

„მოტივირებულები ვართ, მშვიდად ვართ და ყველაფერი კარგად გვაქვს. არაფერი არ შეიცვლება, თუ ამ ტიტულს მოვიგებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ტიტულებია. თუ ეს არ მოხდა, აუცილებლად მომკლავთ.

უდიდესი სიამოვნებით მოვიგებდი ახლა ჩემს პირველ ტიტულს. თუ გავიმარჯვებთ, ეს ძალას შეგვმატებს, თუ წავაგებთ - იმედგაცრუებულები ვიქნებით, მაგრამ სიტუაციის დაძაბვას არ ვაპირებთ.

გამარჯვების შემთხვევაშ სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებდით.“ - აღნიშნა ხავიმ.