საოცარი პერფომანსი და დასანანი მარცხი პენალტებში! მამარდას ვალენსია რეალთან დამარცხდა
ესპანეთის სუპერთასის პირველ ნახევარფინალში „ვალენსია" და მადრიდის „რეალი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში პირველ ნახევარში კარიმ ბენზემამ პენალტიდან გახსნა, რომელიც თავადვე მოიპოვა. მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და თამაშში დაბრუნდნენ.
ის, რომ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა - დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე საოცარი სეივით მოახერხა „ვალენსიას" გადარჩენა და საქმე პენალტებამდე მიიყვანა.
თუმცა, იქ უკვე „რეალმა" გამოცდილების ხარჯზე თავისი მაინც გაიტანა - მადრიდელებმა 4-დან 4 პენალტის გატანა შეძლეს, „ვალენსიამ" კი 5 მცდელობიდან მხოლოდ 3 აქცია გოლად და შესაბამისად, დამარცხდა.
საბოლოოდ, „რეალი" ფინალში გავიდა, სადაც 15 იანვარს „ბეტისი" - „ბარსელონას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.