კურტუა თუ მამარდაშვილი? - შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს ჯილდო გადასცეს
სუპერკოპას ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” “ვალენსია” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფონალში გავიდა.
მიუხედავად მარცხისა, ვალენსიელთა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა.
უშუალოდ მატჩში, მამარდაშვილმა 7.7 შეფასება მიიღო, რაც საუკეთესო შედეგია ბენზემას შემდეგ.
თუმცა ვინაიდან კურტუამ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია, მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო სწორედ მან მიიღო.