ავტორიზაცია

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედმა 6-თვიანი იჯარით ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა

BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედმა 6-თვიანი იჯარით ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
თარიღი 12 იან 2023, 15:21
ნიდერლანდების ნაკრების და „ბარნლის" თავდამსხმელი ვაუტ ვეგჰორსტი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰოლანდიელი ფორვარდი „წითელ ეშმაკებს" 6-თვიანი იჯარით შეუერთდება. 

ამ სეზონს ვეგჰორსტი იჯარით „ბეშიქთაშში" ატარებდა, რომელიც მის გაშვებაზე გარკვეული პერიოდის მანძილზე უარს ამბობდა, თუმცა საბოლოოდ მის შემცვლელად ვენსან აბუბაკარს იმატებს და ამიტომ, ვაუტის გაშვებას დათანხმდა.

ტანმაღალი ფორვარდის დამატება „იუნაიტედს" 3 მილიონი ევრო დაუჯდება. დღეს ფეხბურთელი „ოცნებების თეატრში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გუნდთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.