ავტორიზაცია

სიგიჟეები გრძელდება?! რონალდუს გუნდის მთავარი კონკურენტი ლეო მესის ტრანსფერს უმიზნებს და 300 მილიონი დოლარი მოამზადა!

სიგიჟეები გრძელდება?! რონალდუს გუნდის მთავარი კონკურენტი ლეო მესის ტრანსფერს უმიზნებს და 300 მილიონი დოლარი მოამზადა!
თარიღი 12 იან 2023, 15:29
არაბული „ალ ნასრის" მთავარი კონკურენტი „ალ ჰილალი" „პსჟ-ს" არგენტინელ შემტევს, ლეო მესის ტრანსფერს უმიზნებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ალ ჰილალი" მზადაა მესის წლიურად 300 მილიონი დოლარი შესთავაზოს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი.

არგენტინელს „პსჟ-სთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და პარიზული კლუბი გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, „ალ ჰილალის" მთავარმა კონკურენტმა, „ალ ნასრმა" კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა, რომელსაც წლიურად 200 მილიონ ევროს უხდის.

საუდის არაბეთში ფიქრობენ, რომ ორი ასეთი მასშტაბური ფეხბურთელის დამატება მათი ლიგისადმი ინტერესს გაზრდის და თავის მხრივ, გაიზრდება შანსი რომ ისინი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ.