ავტორიზაცია

ალეგრი: "როგორ უნდა შევაჩეროთ კვარაცხელია? - ჯერ არ ვიცი"

ალეგრი: "როგორ უნდა შევაჩეროთ კვარაცხელია? - ჯერ არ ვიცი"
თარიღი 12 იან 2023, 15:31
ხვალ, იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ კომენტარი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"ამ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით, რათა ვიცით, თუ რა მნიშვნელობისაა ნაპოლისთან შეხვედრა. სეზონის მეორე ნახევარში კარგ ფორმაში ვართ, რაც ძალიან მახარებს.

თავის მხრივ, ნაპოლი წელს ბრწყინვალედ თამაშობს. მათ მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კი კარგი პიროვნებაა და დიდ პატივს ვცემ.

როგორ უნდა შევაჩეროთ კვარაცხელია? - ჯერ არ ვიცი. სასტარტო შემადგენლობა გადაწყვეტილი არ მაქვს და ყველაფერი დღეს გამოჩნდება", - განაცხადა ალეგრიმ.