ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - ჯიღაური ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს

შეთანხმება შედგა - ჯიღაური ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს
თარიღი 12 იან 2023, 21:57
ყაზახური Sportx.kz ცნობით, ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური  "კასპიში" ითამაშებს.

გამოცემის მტკიცებით, კლუბსა და ფრხბურთელს შორის შეთანხმება შედგა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აჭარული გუნდის დატოვების შემდეგ "კასპის" გიორგი ფანცულაია შეუერთდა.

ასევე, ყაზახური გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე გახლავთ, ვისაც ყაზახეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჯიღაური "აქტობესა" და "ორდაბასში" გამოდიოდა.