ავტორიზაცია

ფიფამ წლის საუკეთესო გოლკიპერის ჯილდოზე ნომინირებული ხუთი მეკარის ვინაობა დაასახელა

ფიფამ წლის საუკეთესო გოლკიპერის ჯილდოზე ნომინირებული ხუთი მეკარის ვინაობა დაასახელა
თარიღი 12 იან 2023, 21:59
დასახელდნენ მეკარეები, რომლებიც FIFA-ს წლის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ.

The BEST-ის დაჯილდოვება 27 თებერვალს გაიმართება და გათვალისწინებული იქნება ფეხბურთელის მიერ ჩატარებული პერიოდი 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე.

გაფართოვებული სიიდან ამოვარდნენ დომინიკ ლივაკოვიჩი (ზაგრები, ხორვატია), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი) და მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია).

წლის საუკეთესო გოლკიპერის წოდებისთვის კი შემდეგი მეკარეები იბრძოლებენ:

ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), იასინ ბონო (სევილია, მაროკო), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), ედერსონი (მან სიტი, ბრაზილია) და ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა).

გამოკითხვაში ხმას ფიფას წევრი ქვეყნის ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები აძლევენ.