ავტორიზაცია

რეალი და ბარსელონა ზაფხულში ბაიერნის მცველის უფასოდ დამატებას ეცდებიან

რეალი და ბარსელონა ზაფხულში ბაიერნის მცველის უფასოდ დამატებას ეცდებიან
თარიღი 12 იან 2023, 22:14
მცველი ბენჟამინ პავარი ამ წლის ზაფხულში „ბაიერნიდან“ წასვლას აპირებს.

ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბარსელონა“ ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე გერმანულ მხარესთან კონტაქტს ამყარებს. ასევე, ფრანგით მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება.

„ბაიერნი“ პავართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რადგან მოქმედი ხელშეკრულება ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ალბათ, უფრო გაზაფხულისკენ გაიმართება.

ამ სეზონში პავარმა ბუნდესლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თუ პრესას დავუჯერებთ, ის „ბაიერნიდან“ წასვლისკენ არის მომართული.