ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა სადიო მანე პსჟ-სთან მატჩებში? ნაგელსმანის კომენტარი

ითამაშებს თუ არა სადიო მანე პსჟ-სთან მატჩებში? ნაგელსმანის კომენტარი
თარიღი 12 იან 2023, 22:17
იულიან ნაგელსმანი არ გამორიცხავს, რომ „ბაიერნს“ „პსჟ-სთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში სადიო მანე დაეხმარება.

სენეგალელმა ტრავმა ნოემბერში მიიღო, რომლის გამოც მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და დაიწერა, რომ 3-4 თვე გაუცდებოდა.

„იდეალური ვარიანტის შემთხვევაში, მანე შეიძლება „პსჟ-სთან“ გვყავდეს, მაგრამ საამისოდ ყველაფერმა ძალიან, ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს.

მცირე რისკი მაინც არის. ვნახოთ, როგორ გაიმართება გამოჯანმრთელების პროცესი.“ - აღნიშნა გერმანელმა მწვრთნელმა.

უკანასკნელად მანემ 8 ნოემბერს ითამაშა. „პსჟ-ს“ „ბაიერნი“ 14 თებერვალს და 8 მარტს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ორმატჩიან დუელში მიუნხენელებს მანუელ ნოიერი არ ეყოლებათ.