ავტორიზაცია

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდებში გატანილი გოლებით ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდებში გატანილი გოლებით ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა
თარიღი 12 იან 2023, 22:21
ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს ტოპ-5 ჩემპიონატებში გატანილი გოლებით გაუთანაბრდა.

გუშინ „პსჟ-ს“ შემტევმა „ანჟერს“ გაუტანა და ტოპ-ჩემპიონატებში თავისი გოლების რაოდენობა 696-მდე გაზარდა: „ბარსელონას“ მაისურით მან 672 გოლი გაიტანა, „პსჟ-სი“ კი - 24.

ამ მიღწევამდე მისასვლელად ლეოს ჩემპიონატებში 832 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

საინტერესოა, რომ ზუსტად 696 გოლით დაასრულა ტოპ-ჩემპიონატებში ასპარეზობა კრიშტიანუ რონალდუმ: 145 – „მან იუნაიტედში“, 450 „რეალში“ და 101 „იუვენტუსში“, თუმცა მან უფრო მეტი, 919 მატჩი ჩაატარა.

კიდევ 5 გოლი კრიშტიანუმ „სპორტინგში“ გაიტანა, თუმცა მისი ეს გოლები სტატისტიკაში არ ითვლება, რადგან პორტუგალიის ჩემპიონატი ტოპ 5-ში არ შედის.
ქომაგი
ტოპ კომენტარი
0
13 იან 2023, 19:10
ტოპ 5-ში საფრანგეთის ლიგა შედის?