ავტორიზაცია

Goal-მა ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი გამოაქვეყნა

Goal-მა ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი გამოაქვეყნა
თარიღი 13 იან 2023, 01:48
ჟურნალისტთა პორტალმა Goal.com ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" რომელიც 2018 წელს განხორციელდა ყველაზე უარესად აღიარეს.

მეორე ადგილი ფრანგი თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ტრანსფერმა დაიკავა, რომელიც თავის დროზე მადრიდის "ატლეტიკოდან"  "ბარსელონაში" გადავიდა.

მესამე ადგილი პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმა დაიკავა, რომელიც ლისაბონის "ბენფიკადან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა.

ხუთეულში ასევე უსმან დემბელეს დორტმუნდის "ბორუსიადან" "ბარსელონაში" ტრანსფერი და პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" მანჩესტერ "იუნაიტედში" ტრანსფერი მოხვდა.