ავტორიზაცია

ბაიერნმა შესაძლოა ნოიერის შემცვლელი 75 მილიონ ევროდ იყიდოს

ბაიერნმა შესაძლოა ნოიერის შემცვლელი 75 მილიონ ევროდ იყიდოს
თარიღი 13 იან 2023, 02:13
"პორტუს" მეკარე დიოგო კოსტამ შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს, ამის შესახებ ბრუნო ანდრადე სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 23 წლის პორტუგალიელის ტრანსფერით მიუნხენის "ბაიერნის"  ინტერესდება.

გერმანიის ჩემპიონი ეძებს მეკარეს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მანუელ ნოიერი, რომელიც ფეხის მოტეხილობის გამო სეზონის ბოლომდე იუქმებს.

კოსტას კონტრაქტი "დრაკონებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა.

დიოგომ მიმდინარე სეზონში პრიმეირა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაუშვა.