ავტორიზაცია

მესის პოტენციურ ტრანსფერს ალ-ჰილალში გამოეხმაურნენ

მესის პოტენციურ ტრანსფერს ალ-ჰილალში გამოეხმაურნენ
თარიღი 13 იან 2023, 11:00
ხუთშაბათს, 12 იანვარს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის "ალ-ჰილალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ. 

ამ ამბავს გამოეხმაურა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ფაჰედ ალ-მოფარიჯი.

"ეს რონალდუს ტრანსფერს ჰგავს და ეს არ ეხება მხოლოდ კლუბს და მოთამაშეს, ეს ეხება მთელ ჩვენს ფეხბურთს. საუდის არაბეთის ყველა გუნდი ემზადება მნიშვნელოვანი გარღვევისთვის. “, - ციტირებს ჟურნალისტი ესლამ მაგდი ალ-მოფარიჯის სიტყვებს სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალ-ჰილალს" შეეძლო მესის 300 მილიონი ევროს ოდენობის კონტრაქტი შესთავაზოს. მისი მოქმედი კონტრაქტი "პსჟ"-სთან მიმდინარე წლის ზაფხულამდეა ძალაში.