ავტორიზაცია

ჟირუ მზადაა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ჟირუ მზადაა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
თარიღი 13 იან 2023, 12:12
ფრანგი ცენტრალური თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ  "მილანის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალი შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად. ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო შირა სოციალური ქსელით იტყობინება.

უახლოეს მომავალში "როსონერის" წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას გამართავენ 36 წლის ფეხბურთელის აგენტებთან. თავის მხრივ, ჟირუ დათანხმდა კონტრაქტის გაგრძელებას 2025 წლის ზაფხულამდე. მისი ხელფასი შეიძლება იყოს 4 მილიონი ევრო.

ჟირუ "მილანში" 2021 წლიდან თამაშობს. მთლიანობაში, თავდამსხმელმა "როსონერის" შემადგენლობაში 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.