ტორპედოს მეორე ტრანსფერი: ქუთაისურმა კლუბმა მეკარე დაიმატა
ქუთაისის "ტორპედომ" ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა და მაკედონიელი ტალანტი დაშმირ ელეზი დაიმატა.
იმერლებმა მეორე ტრანსფერი განახორციელეს და ამჯერად მეკარე მოიყვანეს.
გამოცდილი კიპერი ოთო გოშაძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს, ბოლოს ის "ლოკომოტივის" კარს იცავდა.
მოგეხსენებათ, "ტორპედოს" პირველი მეკარე როინ კვასხვაძეა, მეორე მეკარემ დინო ჰამზიჩმა კი კლუბი ოფიციალურად დატოვა.