ავტორიზაცია

დღის მატჩი, დიდი ინტრიგით - კვარაცხელია დაუმარცხებელი იუვენტუსის წინააღმდეგ

დღის მატჩი, დიდი ინტრიგით - კვარაცხელია დაუმარცხებელი იუვენტუსის წინააღმდეგ
თარიღი 13 იან 2023, 12:47
დღეს, 23:45 საათზე, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის შედგება.

ამ მატჩს დიდი ინტრიგა და დაძაბულობა ახლავს თან. მარტო ის რად ღირს, რომ ორივე გუნდი სკუდეტოს ტიტულისთვის იბრძვის.

ნაპოლი

2022 წლის წარმატებული დასასრულის შემდეგ, ახალი წელი "ნაპოლიმ" ცუდად დაიწყო და "ინტერთან" სეზონის პირველი მატჩი წააგო, სამაგიეროდ, შემდეგ "სამპდორიას" სძლია, 44 ქულით ცხრილის ლიდერია და უახლოეს მდევრებს 7 ქულით ასწრებს. დიდი წნეხია ამ გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. ხვიჩა წინა 2 მატჩში შედეგიანი არ იყო და ცოტა კრიტიკაც მიიღო.

როცა კვარაცხელიას აკრიტიკებენ, როგორც წესი, ხვიჩა კრიტიკოსებს თავისი ბრწყინვალე თამაშით ადუმებს ხოლმე და იმედია, დღესაც ასე მოხდება.

იუვენტუსი

თუ რამდენიმე თვის წინ, კატასტროფული შედეგების გამო, მასიმილიანო ალეგრის გაშვების საკითხი ბეწვის ხიდზე იყო, დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა. "იუვენტუსს" სერია ა-ში ზედიზედ 8 გამარჯვება დაუგროვდა, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია და ყველსგან მოულოდნელად, ალეგრი საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთო.

დღევანდელი მატჩი კი მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში, "იუვენტუსი" "ნაპოლისთან" სხვაობას 4 ქულამდე შეამცირებს.

საინტერესო ფაქტები

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი სერია ა-ს ამ სეზონში შედეგიანობით საუკეთესოა - ჯამში 16 გოლი და 7 ასისტი

იუვენტუსი გახდა 21-ე საუკუნეში პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩი მოიგო, თან გოლგაუშვებლად

2019 წლის შემდეგ, ნაპოლის საკუთარ მოედანზე იუვენტუსთან თამაში არ წაუგია

იუვენტუსის მეკარეს ვოიცეხ შესნის ნაპოლისთან კარი მშრალად სულ 4-ჯერ აქვს შენახული, მათ შორის ერთხელ იუვენტუსის მაისურით

WhoScored-ს შეფასებებით, სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ტოპ 3 ფეხბურთელიდან 3-ვე ნეაპოლელია - კვარაცხელია, ოსიმენი და მარიო რუი


სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ზელინკი, ანგისა, ლობოტკა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი

დანაკლისი: არ აქვს

იუვენტუსი: შესნი, დანილო, რუგანი, გატი, მაკკინი, რაბიო, ლოკატელი, მირეტი, კოსტიჩი, დი მარია, მილიკი

დანაკლისი: ბონუჩი, დე შილიო, ვლაჰოვიჩი, იჰატარენი, კაიო ჟორჟე, კუადრადო, პეეტერსი, პოგბა

მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი