ავტორიზაცია

ჰეთ-ტრიკი 7 წუთში სებასტიან ალემ სიმსივნის დამარცხების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა

ჰეთ-ტრიკი 7 წუთში სებასტიან ალემ სიმსივნის დამარცხების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა
თარიღი 13 იან 2023, 23:37
სებასტიან ალემ სიმსივნესთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ პირველი გოლები გაიტანა.

2022 წლის ივლისში „ბორუსია დორტმუნდის“ ახალწვეულს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. 28 წლის კოტდიუვარელმა ქიმიოთერაპიის კურსი და ორი ოპერაცია გადაიტანა.

იანვარში ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა და ოფიციალური დებიუტი გუნდში ჯერ არ ჰქონია.

დღეს, „ბორუსიამ“ ამხანაგურ მატჩში შვეიცარიული „ბაზელი“ 6:0 გაანადგურა, სებასტიანი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა.

მატჩის მიწურულს, ალერმა შვიდ წუთში ჰეთ-ტრიკი შეასრულა - 81, 86 და 88-ე წუთებზე.

10 იანვარს ფეხბურთელი „ფორტუნასთან“ (5:1) ამხანაგურ მატჩშიც გამოვიდა ცვლილებაზე, თუმცა გოლით თავი არ გამოუჩენია.

სამწუხაროდ, ინტერნეტში მხოლოდ ერთი გოლია ხელმისაწვდომი: