ავტორიზაცია

ფოტოები: კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში მადრიდის რეალის ვარჯიშს დაესწრო

ფოტოები: კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში მადრიდის რეალის ვარჯიშს დაესწრო
თარიღი 13 იან 2023, 23:48
კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში მადრიდის „რეალის“ ვარჯიშს ეწვია.

„რეალი“, რომელიც კვირას სუპერთასის ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, დღეს გადამწყვეტი მატჩისთვის მზადებას აგრძელებდა.

რონალდუ რამდენიმე წუთის მანძილზე ყოფილი თანაგუნდელების ვარჯიშს გვერდიდან უყურებდა, შემდეგ კი კარლო ანჩელოტის გაესაუბრა და ფეხბურთელებთან ერთად სურათი გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.