» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლევან მჭედლიძე გელაშვილის ტრავმის შესახებ: "მე ძირითადში? ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს"



საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ პოლონეთთან გასამართი შეხვედრის წინ გელაშვილის ტრავმასა და ნაკრებიდან წასვლის თაობაზე ქეცბაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე Goal.Ge-სთან ისაუბრა. - ნაკრების ბოლო ვარჯიშზე უარყოფითი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ფორვარდმა, ნიკოლოზ გელაშვილმა ტრავმა მიიღო. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? გელაშვილმა ბოლო სამი შეხვედრიდან სამივე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ახლა კი, იგი ტრავმის გამო ფიზიკურად ვეღარ იასპარეზებს პოლონელების წინააღმდეგ. ეს ყოველივე თქვენ ავტომატურად გაძლევთ თუ არა იმის საშუალებას, რომ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყოთ სასტარტო თერთმეტეულში? - ეს ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტია. გელაშვილი ჩვენი ფეხბურთელია და ხვალინდელ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში დაგვაკლდება. იმედი მაქვს, ტრავმა რთული არ აღმოჩნდება და იგი მალე დაუბრუნდება მოედანს. კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის კონკურენციაა. ნაკრებში ბევრი შემტევი ფეხბურთელია და მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დაიწყოს თამაში ძირითად შემადგენლობაში. - თემურ ქეცბაიამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონეთთან მიღწეული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, იგი პოსტს დატოვებს. რას იტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით? - არ ვიცი, რა ვთქვა... ეს ნაბიჯი თუ გადადგა, ვფიქრობ, რომ საჭირო იყო. მართალი გითხრათ, ამ საკითხის დეტალები არ ვიცი. არ მესმის, რა იყო სწორი და რა - არასწორი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე და თითოეული ფეხბურთელი ჩამოვდივართ ნაკრებში იმისთვის, რომ თამაშისთვის მოვემზადოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ცუდია, რომ მწვრთნელი ასეთ გადაწყვეტილებას თამაშის წინ იღებს. ასეთი რამე არსად არ ხდება. ამ მომენტში ფეხბურთელი კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ შეხვედრაზე და ეს ფაქტი ამაში ხელს გვიშლის. - ანუ, ეს აჟიოტაჟი ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად ცუდ გავლენას ახდენს? - რა თქმა უნდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შევეცდებით, რომ ხვალინდელი მატჩი გამარჯვებით დავასრულოთ. - ამ ინფორმაციით მხლოდ შვიდი ათასი ბილეთია გაყიდული. როგორ ფიქრობთ, მოვა დიდი რაოდენობით ხალხი ხვალ სტადიონზე? - ხალხს იმედი გაუცრუვდა წაგებული შეხვედრების გამო. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ქართველები მებრძოლი სულით გამოირჩევიან და ხვალ გვერდზე დაგვიდგებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ რწმენა დავუბრუნოთ; რწმენა დავუბრუნოთ ქართულ ფეხბურთს. ეს ჩვენც დიდ თავდაჯერებულობას შეგვმატებს და ამ წარმატებით ვირწმუნებთ, რომ შეგვიძლია, გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე, აქამდე შევძელით. მოამზადა კახა ყიფიანმა, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

ვინ შეცვლის სარის? - იუვენტუსში მორიგი კანდიდატი შეარჩიეს

მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "იუვენტუსმა" მაურისიო სარი გაათავისუფლა.

დღეს, 17:55

სარის შემდეგ, იუვენტუსმა შესაძლოა სპორტული დირექტორიც გაუშვას

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი შესაძლოა გაათავისუფლონ, წერს Sky Sport Italia.

დღეს, 17:51

შეთავაზება გაკეთდა, იუვენტუსმა სარის შემცვლელს უკვე მიაგნო

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ მაურისიო სარის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:44

მესი: "ცვლილებებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლის ვერ დავამარცხებთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 17:36

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - მატეის დე ლიგტი

"იუვენტუსის" მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:24

დეპაიმ ჩემპიონთა ლიგაზე ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა

"ლიონის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსის" (1:2) კარის აღება მოახერხა.

დღეს, 17:18

ოფიციალურად: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაათავისუფლა

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

დღეს, 17:10

"ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო", - ლიონის გოლკიპერი

"ლიონის" გოლკიპერმა, ანტონი ლოპეშმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:51

GOAL.COM: იუვენტუსმა მაურისიო სარი გაუშვა

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ძალიან მალე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

დღეს, 16:28

ლამპარდი ჩელსიდან ვილიანის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან თავდამსხმელ ვილიანის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

შეთანხმება მიღწეულია, დავიდ სილვა ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 15:17

კოუტინიო არსენალის სავარჯიშო ბაზაზე შეამჩნიეს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" სავარჯიშო ბაზას ეწვია.

დღეს, 15:07

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14

ლამპარდი: "ქამბექის რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით"

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ბაიერნთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

"თუ ლიგა ვერ მოვიგეთ, ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს", - ვიდალი სეტიენის გაშვებაზე საუბრობს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, კიკე სეტიენის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:36

ბონუჩი: "ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტო იყო და მისი მოგება მოვახერხეთ"

„იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:27

"ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავემსგავსო", - გაბრიელ ჟესუსმა მისი მისაბაძი მაგალითი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, „რეალთან" საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა (2:1).

დღეს, 11:12

პიანიჩი: "ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა კარგია, მაგრამ იუვენტუსი უფრო მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს"

„იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:07

სარი: "იუვენტუსი დაწყევლილია"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ლიონთან" გამოვარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:03

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05

გვარდიოლა: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს, ასეთ ტოპ გუნდებს უნდა მოუგო"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" ორივე მატჩი მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:02

სარი: "რომ გავვარდით ცუდია, მაგრამ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსმა" "ლიონი" ორი მატჩის ჯამში ვერ დაამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 02:57
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10