ავტორიზაცია

კვარა - ოსიმენის საოცარი პერფომანსი და გაცამტვერებული იუვენტუსი - ნაპოლიმ 5:1 იმარჯვა!

კვარა - ოსიმენის საოცარი პერფომანსი და გაცამტვერებული იუვენტუსი - ნაპოლიმ 5:1 იმარჯვა!
თარიღი 14 იან 2023, 01:39
სერია ა-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ შინ მეორეადგილოსანი „იუვენტუსი“ გააცამტვერა.

შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

ამ მატჩს „იუვენტუსი“ 8-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდებოდა, რომლის დამსახურებითაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამიტომ, შეხვედრას დამატებითი ინტრიგა შეეძინა.

თუმცა, ჩემპიონატის ლიდერმა მეტოქე უბრალოდ არ შეიმჩნია, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი ბრწყინვალე შოუ შემოგვთავაზა.

ქართველმა შემტევმა გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მის გარდა თავი ოსიმენმა (2), რაჰმანიმ და ელიფ ელმასმა მოახერხეს.

ერთადერთი, რაც „იუვენტუსმა“ მოახერხა - 42-ე წუთზე დი მარიას მიერ გატანილი გოლია, რომელმაც ტურინელებს ქულა ვერ მოუტანა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 47 ქულა დააგროვა და მეორეადგილსნებს, „მილანსა“ და „იუვენტუსს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.