ავტორიზაცია

VIDEO: ქამბექი 4 წუთში და დიდებული გამარჯვება - იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე სიტი დაამარცხა

თარიღი 14 იან 2023, 20:45
პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „სიტისთან“ შეხვედრაში დააქამბექა და 2:1 მოიგო.

მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

მე-60 წუთზე ჯეკ გრილიშმა კევინ დე ბრუინის პასით „მან სიტი“ დააწინაურა, თუმცა 78-ზე ბრუნომ და 82-ზე რაშფორდმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს და „იუნაიტედს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანეს.

ამ მოგებით „იუნაიტედმა“ 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან „სიტისთან“ სხვაობა სულ რაღაც 1 ქულამდე შეამცირა. პირველი „არსენალია“ 44 ქულით, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.