ავტორიზაცია

ლამპარდის ევერტონი დაცემას განაგრძობს - გუნდმა ზედიზედ მე-9 მატჩი ვერ მოიგო

ლამპარდის ევერტონი დაცემას განაგრძობს - გუნდმა ზედიზედ მე-9 მატჩი ვერ მოიგო
თარიღი 14 იან 2023, 21:49
„ევერტონმა“ პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „საუთჰემპტონთან“ წააგო და მოუგებელი სერია უკვე 9 მატჩამდე გაზარდა.

უკანასკნელად ფრენკ ლამპარდის გუნდმა 22 ოქტომბერს მოახერხა გამარჯვების მოპოვება - მაშინ „კრისტალ პალასი“ 3:0 განადგურდა.

მას შემდეგ, ლივერპულელებმა 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 7-ჯერ დამარცხდნენ.

9 ოქტომბრის შემდეგ „ირისებმა“ 10 მარცხი იწვნიეს, 2-ჯერ ფრე ითამაშეს და 1 მატჩი მოიგეს. შემდეგ ტურში გუნდი 21 იანვარს „ვესტ ჰემს“ შეხვდება.

გარდა ამისა, „ევერტონმა“ პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა 1958 წლის შემდეგ პირველად დათმო.