ავტორიზაცია

მილანმა ქულები დაკარგა - ნაპოლი 9 ქულით წინ გაიჭრა!

მილანმა ქულები დაკარგა - ნაპოლი 9 ქულით წინ გაიჭრა!
თარიღი 14 იან 2023, 23:17
სერია ა-ს მე-18 ტურში ჩემპიონატის მეორეადგილოსან „მილანს“ ფეხი დაუცდა.

იტალიის ჩემპიონი სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და ფრე 2:2 ითამაშა.

„როსონერი“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა ლეაოს და კალაბრიას გოლებით ქულის გადარჩენა მოახერხა.

დაკარგული 2 ქულის გამო „მილანმა“ ლიდერი „ნაპოლი“ წინ 9 ქულით გაუშვა, თავად კი „იუვენტუსს“ მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო.