ტრანსფერი დაიხურა - მიხაილო მუდრიკი 100 მილიონად ლონდონის ჩელსიში გადავიდა
დონეცკის „შახტარის“ 22 წლის შემტევი მუხაილო მუდრიკი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი მხარეებს შორის საბოლოოდ დაიხურა.
„შახტარი“ „ჩელსისგან“ სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით 100 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელის წლიური ხელფასი კი 7.5 მილიონი ევრო იქნება.
უახლოეს პერიოდში მუდრიკი ლონდონში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ჩელსისთან“ 2030 წლამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მუდრიკზე პრეტენზიას „არსენალიც“ აქტიურად აცხადებდა, რომელიც ფეხბურთელს წლიურად 5.5 მილიონ ევროზე შეუთანხმდა, თუმცა „შახტართან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა.