ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "ჩემპიონობა? გულშემატკივრებს შეუძლიათ ამაზე ოცნება, ჩვენ კი - არა"

ტენ ჰაგი: "ჩემპიონობა? გულშემატკივრებს შეუძლიათ ამაზე ოცნება, ჩვენ კი - არა"
თარიღი 15 იან 2023, 00:50
„სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედის“ მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, შესაძლოა ჩემპიონობაზე ისაუბრა.

„ქომაგებს შეუძლიათ ამაზე იოცნებონ, ჩვენ კი - არა. სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და მივიღოთ ის მოცემულობა, რომ ჩვენი თამაში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია.

ხშირად ვლაპარაკობთ თამაშის განვითარებაზე, ტაქტიკაზე, მაგრამ მწვრთნელის და მისი შტაბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - მენტალიტეტზე მუშაობაა, რაც ბევრი ელემენტისგან შედგება. მდგრადები უნდა ვიყოთ, გუნდის სიმტკიცე იზრდება, როცა ის წარუმატებლობებს უმკლავდება და მტკივნეულ გაშვებულ გოლებს ადვილად იტანს.

ჩვენ გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებმაც იციან, რომ ერთ მომენტს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ვფიქრობ, ახლა უკეთ ვუმკლავდებით ასეთ სიტუაციებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.“ - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

18 მატჩის შემდეგ „იუნაიტედი" ლიდერ „არსენალს" 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა „მეთოფეებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.