ავტორიზაცია

"არსენალს შეიძლება ყველაფერი ტრავმებმა გაუფუჭოს", - სქოულზის აზრით, იუნაიტედი ტიტულისთვის ბრძოლის მონაწილეა

"არსენალს შეიძლება ყველაფერი ტრავმებმა გაუფუჭოს", - სქოულზის აზრით, იუნაიტედი ტიტულისთვის ბრძოლის მონაწილეა
თარიღი 15 იან 2023, 00:53
„მან იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველს, პოლ სქოულზს სჯერა, რომ ამ სეზონში გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

„უკვე ვიცით, რომ „იუნაიტედს“ ზეწოლის ქვეშ ტოპ-გუნდის დამარცხება შეუძლია, გუნდს თავის გამოჩენა სჭირდებოდა. მეკითხებოდნენ, მონაწილეობს თუ არა „მანჩესტერი“ სატიტულო ბრძოლაში. ახლა მგონია, რომ ეს უნდა ვაღიაროთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს. „ემიუ“ „მან სიტის“ ერთი ქულთ ჩამორჩება, რომელიც ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდია ლიგაში. კარგია, რომ გუნდი ახლაც იმარჯვებს, მაგრამ მარტში და აპრილში ასეთი მატჩების მოგება ბევრად გაჭირდება.

„არსენალი“ კარგად მიდის წინ, ეს მართლა კარგი გუნდია, მაგრამ მათ ყველაფერი შეიძლება ტრავმებმა ჩაუშხამოს, გარდა ამისა, მათ მწვრთნელს ტიტულების მოგების გამოცდილება აკლია.“ - აღნიშნა სქოულზმა.

18 მატჩის შემდეგ „იუნაიტედი" ლიდერ „არსენალს" 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა „მეთოფეებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.