ავტორიზაცია

მარკუს რაშფორდმა კრიშტიანუ რონალდუს 15 წლის წინანდელი მიღწევა ერთი-ერთში გაიმეორა

მარკუს რაშფორდმა კრიშტიანუ რონალდუს 15 წლის წინანდელი მიღწევა ერთი-ერთში გაიმეორა
თარიღი 15 იან 2023, 00:56
მარკუს რაშფორდი ზედიზედ შვიდი მატჩია „მან იუნაიტედის“ მაისურით გოლის გატანას ახერხებს.

დღეს ინგლისელმა „მან სიტის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 2008 წელს „ემიუს“ სწორედ ზედიზედ 7 შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

კრიშტიანუმაც და რაშფორდმაც ამ 7-მატჩიან მონაკვეთში 8 გოლის გატანა მოახერხეს, რაც მათ მიღწევას აბსოლუტურად იდენტურს ხდის.

„ოლდ ტრაფორდზე" გამართული მანჩესტერული დერბი „წითელი ეშმაკების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.