ავტორიზაცია

პსჟ-ს სხვა სტადიონზე უწევს გადასვლა? პარიზის მერმა პარკ დე პრენსის გაყიდვა კატეგორიულად იუარა

პსჟ-ს სხვა სტადიონზე უწევს გადასვლა? პარიზის მერმა პარკ დე პრენსის გაყიდვა კატეგორიულად იუარა
თარიღი 15 იან 2023, 01:00
პარიზის მერმა ან იდალგომ „პარი სენ-ჟერმენს“ „პარკ დე პრენსის“ შეძენაზე კატეგორიული უარი უთხრა.

დედაქალაქური კლუბი სტადიონში 40 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო.

„აშკარა და გასაგებია, რომ „პარკ დე პრენსი“ არ იყიდება და არც გაიყიდება. მტკიცედ და საბოლოოდ.

ეს გამორჩეული ობიექტია პარიზელთა მემკვიდრეობისთვის.“ - აღნიშნა მერმა.

ჯერჯერობით უცნობია მოვლენათა განვითარება, თუმცა არ გამოირიცხება ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც, „პსჟ-ს“ სხვა სტადიონზე მოუწევს გადასვლა.