ავტორიზაცია

საბურთალომ ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი დაიმატა

საბურთალომ ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი დაიმატა
თარიღი 15 იან 2023, 14:10
რამდენიმე დღის წინ, "საბურთალომ" ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა და "თელავიდან" ცოტნე კაპანაძე დაიმატა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, თბილისური კლუბი კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. შეიკნე სილა კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს.

28 წლის სილა ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და ამაზე შედეგებიც მეტყველებს.

მარტვილის "მერანში" ის 3 სეზონი თამაშობდა, 2021 წელს მან 33 მატჩში 23 გოლი, 2022 წელს კი 25 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ჩვენივე ცნობით, "საბურთალო" კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობს და სავარაუდოდ, შეთანხმებაც მალე იქნება მიღწეული.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი