ავტორიზაცია

ერთბაშად 6 ფეხბურთელი დაიმატეს: სამტრედია ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

ერთბაშად 6 ფეხბურთელი დაიმატეს: სამტრედია ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს
თარიღი 15 იან 2023, 14:19
ეროვნულ ლიგაში ახლადდაბრუნებულმა "სამტრედიამ" პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და "აპოლონიდან" რევაზ ინჯგია დაიმატა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, იმერულმა კლუბმა კიდევ 6 ფეხბურთელი დაიმატა და ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად იწყებს.

დავით უბილავას ტრანსფერზე კლუბმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

ჩვენი ცნობით, "სამტრედიამ" მათე აბულაძე, ვანო ჩარგეიშვილი, გიორგი გვიშიანი, ირაკლი ზარიძე და ზვიად ნაჭყებია დაიმატა.

ნაჭყებია და ზარიძე "ვიტ ჯორჯიაში" გამოდიოდნენ, აბულაძე და ჩარგეიშვილი "ტორპედოში", გვიშიანი კი "დინამო თბილისის" საკუთრებაა და იჯარით "გაგრაში" თამაშობდა.