შეუჩერებელი დუეტი: როგორია კვარაცხელია-ოსიმენის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში?

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე ტურინის "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა.
გასაკვირი არაა, რომ ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი იყვნენ.
კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ოსიმენი კი დუბლითა და ერთი ასისტით გამოირჩა.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 9 გოლი და 10 ასისტია, ოსიმენის კი 13 გოლი და 3 ასისტი, ჯამში ამ დუეტს 22 გოლი და 13 ასისტი აქვთ გაკეთებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შედეგიანობის უმრავლესობა ერთმანეთზე მოდის. ან კვარაცხელია უკეთებს საგოლე პასს ოსიმენს, ან პირიქით.