VIDEO: არსენალმა ჩრდილოეთ ლონდონური დერბი დამაჯერებლად მოიგო და სიტის ცხრილში კიდევ უფრო გაექცა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ტოტენჰემი“ დაამარცხა.
შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი „მეთოფეებმა“ პირველ ტაიმში გაიტანეს - მე-14 წუთზე უგო ლორისმა ბურთი კურიოზულად საკუთარ კარში ჩაჭრა, 36-ზე კი ბუკაიო საკას პასით გოლი მარტინ ოდეგორმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით, „არსენალმა“ მეორეადგილოსანი „სიტის“ გუშინდელი წაგებით ისარგებლა და 18 მატჩის შემდეგ წინ უკვე 8 ქულით გაიქცა, გუნდს 47 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ „სიტის“ კი 39.