ავტორიზაცია

არსენალმა ჩემპიონატში წაუგებელი სერია 12 მატჩამდე გაზარდა - შემდეგ ტურში გუნდს მორიგი ტოპ-მატჩი ელის

არსენალმა ჩემპიონატში წაუგებელი სერია 12 მატჩამდე გაზარდა - შემდეგ ტურში გუნდს მორიგი ტოპ-მატჩი ელის
თარიღი 15 იან 2023, 22:34
„არსენალმა“ ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერია გააგრძელა.

მიკელ არტეტას გუნდმა მე-20 ტურში „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა.

უკანასკნელად „მეთოფეები“ 4 სექტემბერს „მან იუნაიტედთან“ სტუმრად (1:3) დამარცხდნენ. მას შემდეგ, გუნდმა 10 გამარჯვება იზეიმა დ 2-ჯერ ფრე ითამაშა, საერთო ანგარიშით 28:7.

შემდეგ ტურში ლონდონური კლუბი საკუთარ კედლებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს, მატჩი 22 იანვრს შედგება.