ავტორიზაცია

ბაიერნს ნოიერის შემცვლელის თაობაზე იმედი ჯერ არ დაუკარგავს - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის

ბაიერნს ნოიერის შემცვლელის თაობაზე იმედი ჯერ არ დაუკარგავს - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის
თარიღი 15 იან 2023, 22:38
„ბორუსია მიუნხენგლადბახი“ და „ბაიერნი“ იან ზომერის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ კლუბს მანუელ ნოიერი სეზონის ბოლომდე დაემტვრა და რეკორდმაისტერი გოლკიპერის ექსტრენულად ძებნას შეუდგა.

ამ დრომდე მოლაპარაკებები გრძელდება, „გლადბახი“ 10 მილიონს ითხოვს, „ბაიერნი“ კი 5-ს ჩამოდის, თუმცა დიდი ალბათობით მხარეები 7-8 მილიონზე მოილაპარაკებენ, იტყობინება ჟურნალისტი ანდრეას ბენი.

მომდევნო რამდენიმე დღე მოლაპარაკებებში გადამწყვეტი აღმოჩნდება.

ტრანსფერის ალბათობას ის ზრდის, რომ „ალიანც არენაზე" გადაბარგება თავად შვეიცარიელი მეკარის პრიორიტეტია.