ავტორიზაცია

პირს მორგანი მუდრიკზე: "ეს უკრაინელი ბიჭი არსენალს ეფლირტავებოდა, ბოლოს კი აირჩია კლუბი, სადაც პუტინის დიდი მეგობარი უყვართ"

პირს მორგანი მუდრიკზე: "ეს უკრაინელი ბიჭი არსენალს ეფლირტავებოდა, ბოლოს კი აირჩია კლუბი, სადაც პუტინის დიდი მეგობარი უყვართ"
თარიღი 15 იან 2023, 22:45
პირს მორგანმა მიხაილო მუდრიკის „ჩელსიში“ ტრანსფერზე ისაუბრა.

ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გააფორმა და ლონდონურ გუნდში ბონუსების ჩათვლით 100 მილიონ ევროდ გადავიდა.

„ჩემი ბოლო აზრი მუდრიკზე იმაში მდგომარეობს, რომ ცოტა უცნაური საყურებელია, როგორ ეფლირტავება უკრაინელი ფეხბურთელი ასეთი ენთუზიაზმით „არსენალს“, ბოლო დღეს კი ირჩევს კლუბს, რომლის ქომაგებიც პუტინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარს დღემდე უმღერიან სიმღერებს.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა და „არსენალის“ ქომაგმა „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, „სიტისთან“ მატჩში „ჩელსის“ ქომაგები გუნდის ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის სახელს სკანდირებდნენ.

ლონდონური კლუბი გასულ წელს აბრამოვიჩისგან ტოდ ბოელიმ 4.25 მილიარდ ფუნტად შეიძინა.