ავტორიზაცია

ულაპარაკო და დამსახურებული გამარჯვება - ბარსელონა სუპერთასის გამარჯვებულია, ხავიმ პირველი ტიტული მოიპოვა

ულაპარაკო და დამსახურებული გამარჯვება - ბარსელონა სუპერთასის გამარჯვებულია, ხავიმ პირველი ტიტული მოიპოვა
თარიღი 16 იან 2023, 00:55
ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.

შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და კატალონიური გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი ხავის გუნდმა 2:0 გავის და ლევანდოვსკის გოლებით მოიგო, შესვენების შემდეგ კი ტაბლოზე საკუთარი გვარი პედრიმაც დააფიქსირა.

ერთადერთი, რაც „რეალმა“ მოახერხა - მსაჯის მიერ მე-3 კომპენსირებულ წუთზე კარიმ ბენზემამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მატჩის გმირი ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი გახდა, რომელმაც გოლის გარდა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ დამაჯერებლად იმარჯვა და სუპერთასს დაეუფლა, ხავიმ კი „ბარსას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიპოვა.