ავტორიზაცია

ბენზემა მადრიდის რეალს ახალ კონტრაქტზე დათანხმდა

ბენზემა მადრიდის რეალს ახალ კონტრაქტზე დათანხმდა
თარიღი 16 იან 2023, 11:31
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა მადრიდულ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას დათანხმდა.

Foot Mercato-ს ცნობით, 35 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ბლანკოსის" ხელმძღვანელებს უკვე შეუთანხმდა ახალ კონტრაქტს, რომელიც 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

გარიგება ოფიციალურად მალე გამოცხადდება. ბენზემა "სამეფო კლუბში" 2009 წლიდან თამაშობს. გასულ წელს კარიმმა კარიერაში პირველად მოიგო ოქროს ბურთი.

კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.