სად ითამაშებს დინამო თბილისი საშინაო მატჩებს?
რამდენიმე დღეში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და სტადიონი დროებით დაიხურება.
2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსაც უტარდება.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" ეროვნული ლიგის ახალ სეზონში საშინაო მატჩებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
დინამოელები გორის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულებამდე ითამაშებენ.
მოგეხსენებათ, ამჟამად გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის და ამხანაგურ მატჩებს მართავს.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი