ავტორიზაცია

საქმეში თელავიც ჩაერთო: ცეცაძემ პირველი ფეხბურთელი დაიმატა

საქმეში თელავიც ჩაერთო: ცეცაძემ პირველი ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 16 იან 2023, 17:22
რამდენიმე თვეა, ნიკალაი ყიფიანი "თელავთან" ერთად ვარჯიშობს, რაზეც რამდენიმე კვირის წინ გაუწყეთ და კლუბი მას ოფიციალურად ახალი სეზონიდან გაიფორმებს.

თუმცა მის გარდა, კახურმა კლუბმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, 24 წლის შემტევი ნუგზარ სპანდერაშვილი კარიერას სწორედ "თელავში" გააგრძელებს.

სპანდერაშვილმა 4 სეზონი გორის "დილაში" გაატარა, თუმცა ტრავმების გამო, ბევრი გაუცდა. ის ცეცაძესთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა.

"თელავში" კიდევ ბევრი ახალწვეული ვარჯიშობს, რაზეც ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი