გაგრა ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა
გუშინ, "გაგრას" ოფიციალურმა გვერდმა ინფორმაცია რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შესახებ გაავრცელა, მათ შორის, თამაზ მაქაცარიასი.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჭანტურიამაც დატოვა და თავისუფალი აგენტია.
გამოცდილმა მცველმა გასულ სეზონში "გაგრას" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, დაცვის ლიდერი იყო და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ეროვნულ ლიგაში დარჩენაში.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჭანტურია, თავის დროზე, "ტორპედოს", "დინამო თბილისის", "შუქურასა" და "ლოკომოტივის" რიგებში გამოდიოდა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი