ავტორიზაცია

ბორუსიამ იან სომერზე ბაიერნის შეთავაზება უარყო

ბორუსიამ იან სომერზე ბაიერნის შეთავაზება უარყო
თარიღი 17 იან 2023, 03:12
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" იან სომერზე მიუნჰენის "ბაიერნის" შეთავაზება უარყო.

მიუნხენები ცდილობენ მანუელ ნოიერის შემცვლელის შეძენას, რომელიც სეზონის დარჩენილ  ნაწილს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელია.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, "ბაიერნმა" "ბორუსიას" შესთავაზა 8 მილიონი ევრო ფიქსირებული გადასახადის სახით და კიდევ 1 მილიონი პრემია, მაგრამ გლადბახერების ხელმძღვანელობამ 34 წლის შვეიცარიელის გაყიდვაზე უარი თქვა.

გამოცდილმა მეკარემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 14 გოლი გაუშვა.