ჩელსი ახალი ტრანსფერისთვის 75 მილიონ ევროს ამზადებს
ლონდონის "ჩელსი" მიხაილო მყდრიკის დამატების შემდეგ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.
CBS-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას ნახევარმცველის მოისეს კაისდოს ტრანსფერის განხორციელება სურს.
ინგლისური გუნდი მზადაა ფეხბურთელისთვის 75 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავის მხრივ, "ბრაიტონს" ფეხბურთელის გაყიდვიდან 85 მილიონის მიღება სურს.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კაისედომ 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კაისედომ 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.