ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
როგორც მოგეხსენებათ სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" უმასპინძლა და უშანსოდ 5:1 დაამარცხა.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით საუკეთესო შეფასება დაიმსახყურა.
21 წლის გარემარბი 9.0 ბალიანი შეფასებით Sofscore-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი შემდეგ შეხვედრას დღეს, კოპა იტალიას 1/8 ფინალურ ეტაპზე "კრემონეზეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.