ავტორიზაცია

სიახლეები გაგრაში: ახალი სპონსორი და 2 ახალი ფეხბურთელი

სიახლეები გაგრაში: ახალი სპონსორი და 2 ახალი ფეხბურთელი
თარიღი 17 იან 2023, 19:19
როგორც რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, "გაგრაში" ახალი სპონსორი მიდის, რაზეც კლუბი ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.

შესაბამისად, გუნდში ბევრი სიახლეა. "გაგრამ" ერთბაშად 8 ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შესახებ გვაუწყა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მათ 2 ტრანსფერი უკვე განახორციელეს. "გაგრაში" კარიერას ზურაბ მუსელიანი და კახაბერ კაკაშვილი გააგრძელებენ.

გასულ სეზონში, ორივე მათგანი ქობულეთის "შუქურას" რიგებში გამოდიოდა, გუნდის ლიდერები იყვნენ და დიდი წვლილი შეიტანეს "შუქურას" ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში.

"გაგრა" ამით არ ჩერდება და ახალი ფეხბურთელების დამატებას კიდევ აპირებს, რაზეც ინფორმაციას მოგაწვდით.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი