ავტორიზაცია

იდეალური მომავალი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიას შეძენა პრემიერ ლიგის გრანდს სურს

იდეალური მომავალი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიას შეძენა პრემიერ ლიგის გრანდს სურს
თარიღი 17 იან 2023, 19:30
დღეს, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ლონდონის "არსენალს" სურს.

მოგეხსენებათ, "არსენალი" უკრაინელი მუდრიკის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა ჩაიშალა და მუდრიკი "ჩელსიში" წავიდა.

შესაბამისად, მეთოფეების ახალი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა. არტეტას გუნდი მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს.

რა თქმა უნდა, ამ სეზონში კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა გამორიცხულია, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ხვიჩასთვის "არსენალი" იდეალური გუნდია.

ისინი პრემიერ ლიგის ცხრილის ლიდერები არიან და "მანჩესტერ სიტის" 8 ქულით ასწრებენ.