ავტორიზაცია

"სადაც ლუკაკუ 100 მილიონი ღირს, კვარაცხელია უფრო მეტად ფასობს", - მოჯის კომენტარი

"სადაც ლუკაკუ 100 მილიონი ღირს, კვარაცხელია უფრო მეტად ფასობს", - მოჯის კომენტარი
თარიღი 17 იან 2023, 19:36
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანი მოჯიმ "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ზოგადად რთულია, ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე ზუსტი საუბარი, თუმცა ვფიქრობ, კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს.

სადაც ლუკაკუ ღირს ამდენი და ბურთის გაჩერება არ იცის, კვარაცხელიას ფასი უფრო მეტია.

იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის პრეზიდენტს იუვენტუსთან გამარჯვება მივულოცე და ვუთხარი, რომ საოცარი გუნდი ჰყავს", - განაცხადა მოჯიმ.

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა. კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.