ავტორიზაცია

"არა ეს მესი არ არის"- უპამეკანომ კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"არა ეს მესი არ არის"- უპამეკანომ კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
თარიღი 18 იან 2023, 11:53
საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, დაიოტ უპამეკანომ კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

"ყველაზე რთული თავდამსხმელი, რომლისგანაც თავს ვიცავდი, არის უსმან დემბელე. არა, ეს მესი არ არის. ეს არის უსმანი. ის ძალიან, ძალიან სწრაფია. “, - განაცხადა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ უპამეკანო და დემბელე ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, საკლუბო დონეზე კი ფეხბურთელების გზა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გადაიკვეთა, სადაც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ორჯერ დაამარცხა.